კიკბოქსინგი | შონია და ივანიაძე ევროპული თამაშების ნახევარფინალში იასპარეზებენ #1TVSPORT
კიკბოქსინგი | შონია და ივანიაძე ევროპული თამაშების ნახევარფინალში იასპარეზებენ #1TVSPORT

პოლონეთში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე კიკბოქსინგში მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართა.

საქართველოს ნაკრების წევრმა ლუკა შონიამ (75 კგ) იტალიელი მარიო ანდრეა ნანი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. ზურაბ ივანიაძემ (86 კგ) კი სლოვაკ სებასტიან ფაპსოს აჯობა და ისიც განაგრძობს მედლისთვის ბრძოლას.

ნახევრაფინალში ქართველების მეტოქეები პოლონელები იქნებიან – 1-ელ ივლისს შონია იაკუბ პოკუსას 14:00 საათზე შეხვდება, ხოლო ივანიაძისა და რობერტ კრასოსნის შეხვედრა 15:15 საათზე დაიწყება.

დღესვე საქართველოს ნაკრების კიდევ ორმა წევრმა იასპარეზა – ემილ ხალილოვი (63,5 კგ) და ლიკა კეჭაყმაძე ტურნირს მეოთხედფინალიდან გამოეთიშნენ.