დავით ქირია პლანეტის საუკეთესო კიკბოქსიორთან დამარცხდა
დავით ქირია პლანეტის საუკეთესო კიკბოქსიორთან დამარცხდა
სინგაპურში ONE Championship-ში დავით ქირიას სადებიუტო ბრძოლა შედგა. ქართველი კიკბოქსიორი ლეგენარულ ჯორჯო პეტროსიანს კარიერაში მეორედ დაუპირისპირდა და მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ პეტროსიანი მსოფლიოს კიკბოქსინგის საერთო რეიტინგში P4P პირველ ადგილზეა.
პირველი რაუნდი ქირიამ ყველაზე კარგად წარმართა. საწყის 3 წუთში მაყურებელი თანაბრი ბრძოლის მომსწრე იყო. პეტროსიანმა მეორე და მესამე რაუნდები დამაჯერებლად ჩაატარა და საბოლოოდ დამსახურებილად გაიმარჯვა.
შეგახსენებთ, რომ ქირია და პეტროსიანი ერთმანეთს პირველად 2012 წელს, Glory-ის კიკბოქსინგის ორგანიზაციის ფარგლებში დაუპირისპირდნენ. პირველი ბრძოლაც პეტროსიანის გამარჯვებით დასრულდა.