კიკბოქსიორი ლუკა შონია მსოფლიო ჩემპიონია [ვიდეო] #1TVSPORT
კიკბოქსიორი ლუკა შონია მსოფლიო ჩემპიონია [ვიდეო] #1TVSPORT

იტალიაში მიმდინარე კიკბოქსინგის მსოფლიო ჩემპიონატზე ლუკა შონიამ  ბრწყინვალედ იასპარეზა და პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ქართველმა კიკბოქსიორმა ფინალის საგზურის მოსაპოვებლად რუსი მეტოქე დაამარცხა. ფინალში კი ლუკა შონიას მოწინააღმდეგე ყაზახი კიკბოქსიორი იყო, რომელმაც ქართველი სპორტსმენის ძლიერ, ზუსტ დარტყმებს ვერაფერი მოუხერხა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ამგვარად, ლუკა შონიამ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა პლანეტის პირველობაზე და უკვე ორგზის მსოფლიო ჩემპიონია.