ცოტნე სულთანიშვილმა კიკბოქსინგში IFC-ის ვერსიით საჩემპიონო ქამარი მოიპოვა #1TVSPORT
ცოტნე სულთანიშვილმა კიკბოქსინგში IFC-ის ვერსიით საჩემპიონო ქამარი მოიპოვა #1TVSPORT

გერმანიაში დასრულდა IFC-ის მიერ ორგანიზებული ტურნირი კიკბოქსინგში. 66 კგ. წონით კატეგორიაში პირველობისთვის იბრძოდა ქართველი სპორტსმენი ცოტნე სულთანიშვილი.

მან შეჯიბრება თავიდან ბოლომდე დამაჯერებლად ჩაატარა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ცოტნემ ფინალში მესამე რაუნდში დაამარცხა რუსი მოწინაღმდეგე არტურ ლიერი და ​IFC-ის ქამარს დაეუფლა.