26 მაისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქების ღირშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდება
26 მაისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქების ღირშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდება

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქების ღირშესანიშნაობები, საქართველოს დროშის ფერებით განათდება.

ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომელმაც დღეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებით მსოფლიოს მასშტაბით დაგეგმილ ღონისძიებებზე  ისაუბრა.

ამასთან, მისი თქმით, მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად, საქართველოსთან მეგობრობის სიმბოლოდ განთავსდება მემორიალური დაფები, უმაღლეს სასწავლებლებში მოეწყობა ქართული კუთხეები.  ვილნიუსში კი, საქართველოს სახელობის ქუჩა გაიხსნება.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს შესახებ დაგეგმილია 100-ზე მეტი კულტურული ღონისძიება, სამეცნიერო კონფერენცია, ლექციები და საგაზეთო სტატია.