26 მაისს 26 ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმის ონლაინჩვენება გაიმართება
26 მაისს 26 ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმის ონლაინჩვენება გაიმართება

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმის ონლაინჩვენება გაიმართება. ფილმები ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე 26 მაისის დადგომისთანავე 24 საათით გასაჯაროვდება.

26 ფილმს შორის იქნება ლეგენდარული ქართველი რეჟისორის, ელდარ შენგელიას ახალი ფილმი, სახელწოდებით – „ჭა“. „ჭა“ ეროვნული კინოცენტრის მიერ მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების 2019 წლის წარმოების დასაფინანსებლად გამოცხადებული კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია. სურათის თანადამფინანსებელი საქართველოს პირველი არხია.

პროგრამა:

🎥 „8 წუთი“
🎥 „ანა“
🎥 „ანდრო“
🎥 „გაბანა“
🎥 „გამოსვლა“
🎥 „დაკარგული სოფელი“
🎥 „დაცვის პოლიციელი“
🎥 „თემო“
🎥 „ლეთა
🎥 „ლილე“
🎥 „მამა“
🎥 „მამული“
🎥 „მარქსის ქუჩა 12“
🎥 „მეთევზე და გოგონა“
🎥 „მექელეხე
🎥 „მზადება“
🎥 „ოგასავარა
🎥 „პირველი დღე“
🎥 „სამი საფეხური“
🎥 „სრულყოფილი შეკვეთა“
🎥 „ფრანი“
🎥 „ქარის დევნა“
🎥 „ღამის გუშაგები“
🎥 „ცუდი ხალხი“
🎥 „ცხოველი“
🎥 „ჭა“