26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე სასამართლო განხილვები 14 ივნისს გაგრძელდება  
26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე სასამართლო განხილვები 14 ივნისს გაგრძელდება  

2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევაზე სასამართლო განხილვები 14 ივნისს გაგრძელდება.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლების ბრალდების საქმეზე პროცესი დღეს ადვოკატის შუამდგომლობით გადაიდო.

ბრალდებულ ლევან ქარდავას ადვოკატმა  შუამდგომლობა დააყენა, რომ წინა პროცესზე დარბაზიდან გაძევებულ ქარდავას სხდომებზე დასწრების საშუალება მისცემოდა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. აქედან გამომდინარე, ადვოკატმა სხდომის გადადების შუამდგომლობაც დააყენა, რადგან ქარდავა დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა და მისი პოზიცია უცნობი იყო.

სასამართლოს დღეს ორი მოწმისთვის უნდა მოესმინა, რომლებიც აქციის დარბევისას დაშავდნენ.

საქმეზე ძალის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტება კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხუთ ყოფილ ჩინოსანს აქვს წარდგენილი, მათ შორის – დათა ახალაია, ვასილ ლელუაშვილი, გიორგი ლორთქიფანიძე, რევაზ შიუკაშვილი და ლევან ქარდავა.

წინა სხდომაზე პროცესიდან  მსჯავრდებული ლევან ქარდავა გააძევეს.