23 ნოემბერს საყოველთაო ნათლობაზე 600-ზე მეტი ბავშვი მოინათლება
23 ნოემბერს  საყოველთაო ნათლობაზე 600-ზე მეტი ბავშვი მოინათლება

გიორგობის დღესასაწაულზე საყოველთაო ნათლობა გაიმართება და 600-ზე მეტი ბავშვი მოინათლება,- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.

23 ნოემბერს, გიორგობას რიგით 51-ე ნათლობა ჩატარდება და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 670-მდე ბავშს მონათლავს. აქედან 300-მდე ბავშვი მაღალმთიანი აჭარიდან – ხულო, ქედა, შუახევიდან იქნება.