სამების საკათედრო ტაძარში რიგით 66-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა
სამების საკათედრო ტაძარში რიგით 66-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა

სამების საკათედრო ტაძარში რიგით 66-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 965 ბავშვი გახდა.

ილია მეორის ნათლული ჯამში 45 000 ბავშვია.

სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მივიდა და ნათლულები დალოცა.

„ყველას გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს, ნათლობას 900 ბავშვისა. ბენდიერი იყავით, გაიხარეთ, ვლოცავ თქვენს ოჯახებს, თქვენს მშობლებს, და-ძმებს. ჩვენთან არს ღმერთი!“, – მიმართა ილია მეორემ შეკრებილებს.

საყოველთაო ნათლობის იდეა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნის. ილია მეორის ნათლულები ჯვარდაწერილი წყვილების მესამე და შემდეგი შვილები არიან. საყოველთაო ნათლობის პირველი ღონისძიება 2008 წელს გაიმართა.