სამების საკათედრო ტაძარში დღეს 63-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება
სამების საკათედრო ტაძარში დღეს 63-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება

სამების საკათედრო ტაძარში დღეს რიგით 63-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება.

პატრიარქის ნათლული კიდევ 1 600-მდე ბავშვი გავხდება.

საყოველთაო ნათლობა 16:00 საათზე დაიწყება, 20:00 საათისთვის კი სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მივა და ნათლულებს დალოცავს.

საყოველთაო ნათლობის იდეა სრულიად კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნის და მისი მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაა. ილია მეორე ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს ნათლავს.

პირველი საყოველთაო ნათლობა სამების ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. კათოლიკოს-პატრიარქს უკვე 40 000-ზე მეტი ნათლული ჰყავს.

დატოვე კომენტარი