2024 წელს გერმანია უკრაინას 7 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს
2024 წელს გერმანია უკრაინას 7 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს.
გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შოლცისა და ბაიდენის საუბრის თემა იყო უკრაინის მხარდაჭერა და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება.
გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დაგმეს რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმების გაგრძელება და ხაზი გაუსვეს უკრაინის ფინანსური, სამხედრო და ჰუმანიტარული მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობას.