2023 წლამდე, იმპორტისას, დღგ-ით დასაბეგრი თანხის გაანგარიშება განხორციელდება მასში დამატებით კომპონენტების შეტანის გარეშე
2023 წლამდე, იმპორტისას, დღგ-ით დასაბეგრი თანხის გაანგარიშება განხორციელდება მასში დამატებით კომპონენტების შეტანის გარეშე

2023 წლამდე, იმპორტისას, დღგ-ით დასაბეგრი თანხის გაანგარიშება განხორციელდება მასში დამატებით კომპონენტების (იმპორტთან დაკავშირებული საფასურები, თანმდევი ხარჯები და სხვა) შეტანის გარეშე. შესაბამისი ცვლილებები „საგადასახადო კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.

კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, რომ აღნიშნული მიზნად ისახავს საბაჟო პროცედურების გამარტივებას, კერძოდ, ხსენებული საკითხის გადაწყვეტა მოითხოვს შესაბამის ტექნიკურ/პროგრამულ აღჭურვილობას, მისი აღსრულება 2021 წლის პირველი იანვრიდან ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელების პირობებში თითქმის შეუძლებელია, ხოლო ამ დროის განმავლობაში კი შესაძლებელი იქნება შესაბამისი საბაჟო პროცედურების განხორცილებისთვის საგადასახადო ორგანოს მიერ ადეკვატური მექანიზმების დანერგვის უზრუნველყოფა.

საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორები დავით სონღულაშვილი, ბექა ლილუაშვილი, გოჩა ენუქიძე და მარიამ ქვრივიშვილი. ინიციატორები კანონპროექტის განხილვას დაჩქარებული წესით ითხოვენ.