2021 წლის ცხრა თვეში ავტომობილის სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 430 464 ავტომობილმა გაიარა
2021 წლის ცხრა თვეში ავტომობილის სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 430 464 ავტომობილმა გაიარა. იმ მანქანების რიცხვი, რომელიც ყოველწლიურად ტექნიკურ ინსპექტირებას გადის მცირდება.
საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციიდან გამოთხოვილი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 167 451-ით შემცირდა.
2019 წელი იანვარ-სექტემბრის ჩათვლით ინსპექტირებული 597 915 იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემების მიხედვით 2021 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, „აქტიური“ სტატუსით რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების რიცხვი 993 337-ია.