2019 წლის ბიუჯეტის პროექტში დოლარის გაცვლითი კურსი 2.63 ლარია. ფინანსთა სამინისტრო დოკუმენტში გაცვლით კურსს საგარეო ვალის ნაწილში უთითებს.
მიმდინარე წლის ბიუჯეტში დოლარის კურსი 2.5 ლარის ნიშნულზე იყო ჩადებული.
ეროვნული ბანკის მიერ დღეს დადგენილი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6145 ლარია.