2019 წელს ტექნიკური ინსპექტირება 1 259 581-მა სატრანსპორტო საშუალებამ გაიარა
გასულ წელს ტექნიკური ინსპექტირება 1 259 581-მა სატრანსპორტო საშუალებამ გაიარა. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, აქედან ყოველი მეორე, 496 368 დახარვეზდა. 2 800 ავტომობილს კი, გზაზე გადაადგილება აეკრძალა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების ამოქმედებიდან, 2018 წლის იანვრიდან დღემდე, პირველადი შემოწმება 885 615-მა სატრანსპორტო საშუალებამ გაიარა. აქედან, დახარვეზდა 473 862 ავტომობილი. გზაზე გადაადგილება აეკრძალა 2 310-ს. განმეორებით ვიზიტზე მათმა ნაწილმა ხარვეზები გამოასწორა. ხელმეორე შემოწმებაზე 373 966 სატრანსპორტო საშუალებიდან, 22 506 დახარვეზდა და 490-ს გზებზე გადაადგილება აეკრძალა.
სამინისტროს ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებები ძირითადად ხარვეზდებოდა ფარების და შუქარეკლის და სამუხრუჭე მოწყობილობების გაუმართაობის გამო.
ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ დახარვეზების რაოდენობა პროცენტულად ასეთია: სამუხრუჭო მოწყობილობა – 10 პროცენტი, საჭის მართვის სისტემა – ერთი პროცენტი, ხილვადობა – 17 პროცენტი, ფარები და შუქამრეკლი – 32 პროცენტი, ღერძები, თვლები, საბურავები – 12 პროცენტი, შასი და შემადგენლობა – 13 პროცენტი, უარყოფითი ზემოქმედება – ცხრა პროცენტი.