2018 წლის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 24 პროცენტით გაიზარდა
საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების ინფორმაციით, 2018 წლის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 24 პროცენტით გაიზარდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დეკემბერში 261,098 მგზავრს მოემსახურა, რაც 18%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2018 წლის დეკემბერში 127%-ით გაიზარდა და 57,088 მგზავრი შეადგინა.
2018 წლის დეკემბერში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 18,492 მგზავრმა ისარგებლა. რაც 66%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.