2018 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვი გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ავარიების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა შემცირებულია.
2017 წლის იანვარ-სექტემბერში 4436 ავტოსაგზაო შემთხვევა იყო რეგისტრირებული, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში ეს მაჩვენებელი 4759-მდე გაიზარდა. მათ შორის, სიმთვრალით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 117-დან 133-მდეა გაზრდილი.
ამასთან, ავტოსაგზაო შემთხვევებს 2017 წლის იანვარ-სექტემბერში 384 ადამიანი ემსხვერპლა, მიმდინარე წლის ცხრა თვეში კი – 342. ავარიების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა შემცირებულია წინა წლებთან შედარებითაც.