საქართველოში სოფლად მცხოვრები მოსახლეობის წილი მცირდება
საქართველოში სოფლად მცხოვრები მოსახლეობის წილი მცირდება

2018 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 3 729 600 ადამიანს შეადგენს, საიდანაც 58.3 პროცენტი ქალაქში, 41.7 პროცენტი კი, სოფლად ცხოვრობს. აღნიშნულ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

2018 წლის „სტატისტიკური წელიწდეულის“ თანახმად, გასულ წელს ქალაქში მოსახლეობის 58 პროცენტი, სოფლად კი, 42 პროცენტი ცხოვრობდა. შესაბამისად, გაზრდილია ქალაქად მცხოვრებთა წილი, ხოლო სოფლად მცხოვრები მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი შემცირებულია.

სტატისტიკის თანახმად, სოფლად მცხოვრებთა წილი წლებია, იკლებს: 2015 წელს ეს მაჩვენებელი 42,6 პროცენტი იყო, 2016-ში კი – 42.3 პროცენტი.

დატოვე კომენტარი