2017 წლის 1-ელი იანვრიდან 9 ოქტომბრამდე პერიოდში საქართველოს პრეზიდენტმა 79 ფერეიდნელ ქართველს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა.
ამის შესახებ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მოცემულ საქმეებზე დადებითი დასკვნის შემუშავებამდე, სააგენტომ მჭიდროდ იმუშავა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასა და არასამთავრობო შესაბამის დაწესებულებასთან.
ანგარიშის თანახმად, საერთო ჯამში, გასულ წელს კომისიამ 5 321 მოქალაქეობის საქმე განიხილა, რომელთაგან 3 097-ზე დადებითი დასკვნა გამოსცა და საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შუამდგომლობით საქართველოს პრეზიდენტს მიმართა.
პრეზიდენტმა მისთვის წარდგენილი 3 097 დადებითი დასკვნიდან, უცხო ქვეყნის 3 000 მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა, 97 პირისთვის კი საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შუამდგომლობა უარყო.
ამასთან ერთად, ანგარიშის თანახმად, 2017 წლის საანგარიშო პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტმა, მისთვის კანონით მინიჭებული პრეროგატივის ფარგლებში, პროცედურის დაუცველად და შესაბამისად კომისიის მიერ საქმეთა შესწავლის გარეშე, 8 პირს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. მათგან 3 რუსეთის, 3 გერმანიის, დანარჩენი კი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ.