საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარყოფითი გადაწყვეტილებების წილი 51 პროცენტამდე გაიზარდა
საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარყოფითი გადაწყვეტილებების წილი 51 პროცენტამდე გაიზარდა

საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარყოფითი გადაწყვეტილებების წილი 2015-2018 წლებში 21 პროცენტიდან 51 პროცენტამდე გაიზარდა.

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მიერ გამოქვეყნებული საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილის მონაცემებით, 2018 წელს მოქალაქეობის მინიჭებაზე 3406 დადებითი და 3570 უარყოფითი გადაწყვეტილება იყო მიღებული.

შედარებისთვის, 2015 წელს 4434 დადებითი და 1287 უარყოფითი გადაწყვეტილება იყო მიღებული, 2016 წელს – 4677 დადებითი და 1216 უარყოფითი, 2017 წელს კი, – 4527 დადებითი და 3722 უარყოფითი.

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონით დადგენილია ნატურალიზაციის ხუთი ფორმა: საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება ჩვეულებრივი, გამარტივებული, საგამონაკლისო, აღდგენის და სპეციალური წესით. ნატურალიზაციის შესახებ დადებითი გადაწყვეტილებების 98 პროცენტი საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებაზე მოდის.

საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობა ბოლო 4 წლის განმავლობაში, უმეტესწილად, რუსეთის მოქალაქეებს მიენიჭათ, რომელთა უმრავლესობა მანამდეც ფლობდა საქართველოს მოქალაქეობას.

დატოვე კომენტარი