თბილისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ეზოში 2008 წლის აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოგამოფენა იმართება.
ფოტოები ფოტოგრაფების – ზურაბ ქურციკიძის, გიორგი აბდალაძის, ვანო შლამოვის და ნოდარ ცხვირაშვილის მიერ ომის დღეებში, უშუალოდ კონფლიქტის ზონაშია გადაღებული.