2006 წლის შემდეგ, საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე დოლარში გაორმაგდა, ლარში კი გასამმაგდა
2006 წლის შემდეგ, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე დოლარში 2.1-ჯერ გაიზარდა, ლარში კი 2.9-ჯერ. საქსტატის ცნობით, 2016 წელს მაჩვენებელმა 9146.4 ლარი შეადგინა (3864.6 დოლარი). 2006-ში კი 3133.1 ლარი იყო (1763.5 დოლარი).
2016 წელს მთლიანმა შიდა პროდუქტმა მიმდინარე ფასებში 34 028,5 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 7,2 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
მშპ-ს რეალურმა ზრდამ წინა წელთან შედარებით 2,8 პროცენტი შეადგინა, ხოლო დეფლატორის პროცენტულმა ცვლილებამ 4,2 პროცენტი.
აღსანიშნავია, რომ საქსტატმა 2015-2016 წლების მაჩვენებლებში მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემები გამოიყენა, წინა წლების მაჩვენებლებში კი აღწერამდელი დემოგრაფიული მონაცემები.