20 ივნისის აქციის მონაწილეს, ლევან ჯიქურს ღუდუშაურის კლინიკაში ბრალი წარუდგინეს
20 ივნისის აქციის მონაწილეს, ლევან ჯიქურს ღუდუშაურის კლინიკაში ბრალი წარუდგინეს

20 ივნისის აქციის მონაწილეების ნაწილს, რომლებიც გუშინ დააკავეს, ბრალი დღეს წარედგინება.

ბრალი უკვე წარუდგინეს ლევან ჯიქურს, რომელიც ღუდუშაურის კლინიკაში რჩება. კლინიკიდან მისი გადაყვანა საბოლოო დიაგნოზის დასმამდე არ იგეგმება.

ღუდუშაურის საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, მარინა გელანტიას განმარტებით, პაციენტის მდგომარეობა უცვლელია.

„პაციენტის შემოსვლიდან მისი მდგომარეობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. რჩება სუბიექტური ჩივილი, მარჯვენა ხელ-ფეხის მოძრაობის შეზღუდვით, რომელიც შესაძლებელია, იყოს როგორც ფუნქციური, ასევე ორგანული. კვლევებმა რაიმე ღეროვანი დაზიანება ვერ აღმოაჩინა. აქედან გამომდინარე, დაიგეგმა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევის ჩატარება. ასევე, დაიგეგმა რამდენიმე სპეციალისტის კონსულტაცია, რის შემდეგაც მოხდება დიაგნოზის ვერიფიცირება და შემდგომი მკურნალობის დაგეგმვა. სასურველი იქნება, საბოლოო დიაგნოზის დადასტურება და შემდეგ უკვე გადაყვანა“, – განაცხადა მარინა გელანტიამ.