20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ლევან ჯიქურის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო
20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ლევან ჯიქურის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ლევან ჯიქურის საქმე სხვა ბრალდებულების საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო. საქმის ცალკე გამოყოფა ჯიქურის ადვოკატმა, ალექსანდრე ზუბიაშვილმა მოითხოვა.

ადვოკატის განცხადებით, საქმის ცალკე წარმოება სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას შეუწყობს ხელს, ვინაიდან ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება უდავოდ ცნეს.

ლევან ჯიქური გასულ სხდომაზე 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამავე საქმეზე ბრალდებულები არიან ზურაბ ბუდაღაშვილი, ცოტნე ცოტნიაშვილი, ბესიკ თამლიანი, ცოტნე სოსელია, კახაბერ კუპრეიშვილი.

დაკავებულ პირებს გამოძიება 20-21 ივნისის მოვლენების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.

დატოვე კომენტარი