20-21 ივნისის მოვლენებზე დაკავებულ აქციის მონაწილე ვალერიან გელაშვილს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა
20-21 ივნისის მოვლენებზე დაკავებულ აქციის მონაწილე ვალერიან გელაშვილს აღკვეთ ღონისძიებად გირაო შეეფარდა.
მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულს 8 000 – ლარიანი გირაო შეეფარდა პატიმრობის უზრუნველყოფით. ამკრძალავ ღონისძიებებს შორის ბრალდებულს საგამოძიებო უწყების ინფორმირების გარეშე საცხოვრებელ სახლის დატოვება აეკრძალა.
ადვოკატები 5 000 – ლარიანი გირაოს, ბრალდების მხარე კი პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. ბრალდებული გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდება.
ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში, თავს დამნაშავედ არ ცნობს. როგორც სასამართლო სხდომაზე განაცხადა, ის პარლამენტის წინ მისული იყო იმ მიზნით, რომ დახმარებოდა დაზარალებულ მომიტინგეებს.
„უცხოეთში გასვლას არ ვაპირებ. იტყუებიან, როდესაც ამბობენ რომ მე ფიზიკურად ვზემოქმედებდი, მე ტელეფონი მეჭირა და ვიღებდი. მე მივედი, გავაპროტესტე და შემდეგ დავტოვე ტერიტორია. მერე წავედი სახლში. 11:00 საათისთვის, როცა ჩავრთე კომპიუტერი, ვნახე რაც ხდებოდა. 2007 წლის 7 ნოემბრის დროს, როდესაც დარბევა ხდებოდა, მე აქციის ორგანიზატორების მომხრე არ ვიყავი, მაგრამ იქ მივედი აქციაზე, როდესაც დავინახე, რომ ჩემი მოქალაქეები დასისხლიანებულები იყვნენ. ასევე იყო 26 მაისზე, მე ვამაყობ, რომ იქ მივედი 21 ივნისს. ნაკლები დაზიანებული ხალხია ახლა, მე სამედიცინო საშუალებები მქონდა და აი ამ მიზნით ვიყავი მისული და იქ ჩაის დალევას და შეჭრას არ ვაპირებდი. ვამაყობ, რომ გვერდში ვიდექი იმ დღეს.
რამდენიმე პოლიციელმა თვითონ მოგვაწოდა ფარი, რომ არ მოგვხვედროდა ტყვიები. მე მომხდვა ტყვია შუბლში, სასწრაფოსთან მივედი და ისევ დავბრუნდი, ისევ ლაივი ჩავრთე. მე პატრიოტულმა გრძნობამ მიმიყვანა იქ, ეს არის მიზანმიმართული, რომ ჩვენ ახალგაზრდებმა აღარასდროს აღარ გავაპროტესტოთ გავრილოვის ღამე, გინდა გამასამართლონ და გინდა გამომკეტონ ციხეში, თემი განზრახვა იყო კეთილი“, – განაცხადა ბრალდებულმა
საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 4 სექტემბერს გაიმართება.