ლონდონში 19 ოქტომბერს ქვევრის ღვინის ფესტივალი გაიმართება. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის გულში ქვევრის ღვინის შესანიშნავი კოლექცია იქნება წარმოდგენილი.
სტუმრებს საშუალება ექნებათ, 20-მდე სახეობის ქართული ღვინო დააგემოვნონ, რომელიც იმპორტირებული და ხელმისაწვდომია გაერთიანებულ სამეფოში.
ღონისძიება ქართული ღვინის იმპორტიორთა ჯგუფის მიერაა ორგანიზებული.
ქვევრის ღვინის ფესტივალზე სტუმრებს საშუალება ექნებათ, ასევე დააგემოვნონ ქართული კერძები, ისიამოვნონ ქართული ცეკვებით და მიიღონ უამრავი ინფორმაცია საქართველოს, მეღვინეობის მისი უძველესი ტრადიციების, კულინარიის კულტურისა და სტუმართმოყვარეობის შესახებ.