საქართველოს 18-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები სოფიას ესტუმრა და ბულგარეთთან ამხანაგურად ითამაშა.
ერზერუმის ტურნირის მოგების შემდეგ, გიორგი მიქაძის გაწვრთნილებმა ეს შეხვედრაც კარგად ჩაატარეს და ზედიზედ მესამე შეხვედრის მოგება შეეძლოთ, მაგრამ ეს შანსი ბოლო წუთებზე ხელიდან გაუშვეს.
საქართველომ მე-12 წუთზე მარცხენა ფლანგიდან მწვავე შეტევა განავითარა, რომელიც თამაზ ბაბუნაძემ გოლით დააგვირგვინა 0:1. მასპინძლებმა წონასწორობა 72-ე წუთზე აღადგინეს: მარტინ მინჩევის გადაცემის შემდეგ პრესლავ ბორუბოვმა ზუსტად დაარტყა 1:1.
საქართველო U18: ბულისკერია, კაპანაძე, ჯინჯოლავა, ბასარია, გაბიტაშვილი, დარცმელია, ფაცაცია, კვარაცხელია, ივანიაძე, ბაბუნაძე, გულიაშვილი.
შეცვლაზე შევიდნენ: გაბელაია, მესიაჩენკო, გელაშვილი, გოგია, ჯანაშია, ინჯგია, გრძელიძე, გაბუნია.
ბულგარეთი და საქართველო მეორე ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებენ – გუნდები ერთმანეთს 7 ივნისს დაუპირისპირდებიან.