მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა მუზეუმში დღეს შესვლა თავისუფალია
18 მაისი მუზეუმის საერთაშორისო დღეა.
მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეს დღე მთელ მსოფლიოში 1977 წლიდან აღინიშნება. ეწყობა გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები, სამეცნიერო კონფერენციები ლექციები და კიდევ მრავალი სხვადასხვა სახის აქტივობა.
მუზეუმის საერთაშორისი დღეს ტრადიციულად საქართველოც უერთდება, ყველა მუზეუმში შესვლა თავისუფალია.
ამასთან, კამპანიის „ღამე მუზეუმში” ფარგლებში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციაში შემავალ ყველა მუზეუმში დღეს 21:00-დან 01:00 საათამდე ღია იქნება საგამოფენო სივრცეები, მოეწყობა საგანმანათლებლო პროგრამები, ლექციები, შემეცნებითი თამაშები, კოსტიუმირებული და მუსიკალური წარმოდგენები და სხვა მრავალი აქტივობა ყველა ასაკის ვიზიტორისთვის. მუზეუმებში შესვლა და პროგრამებში მონაწილეობა თავისუფალია.