16 ივლისიდან ტაშკენტი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები შესრულდება
16 ივლისიდან ტაშკენტი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები შესრულდება

მიმდინარე წლის 16 ივლისიდან ტაშკენტი-თბილისი-ტაშკენტის მიმართულებით ავიარეისების შესრულებას ავიაკომპანია „უზბეკეთის ავიახაზები“ (Uzbekistan Airways) იწყებს.

ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შესრულდება.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, ზაფხულის სეზონზე რეისები კვირაში ორის სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და კვირას, „აირბუს (Airbus) 320“ ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

„უზბეკეთის ავიახაზები“ 1992 წელს დაარსდა. დღეისთვის, ავიაკომპანია ფრენებს 40 სხვადასხვა მიმართულებით ასრულებს.