15 ივნისიდან 31 ივლისამდე სტეფანწმინდა-სამების ეკლესიის გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ელიტ ბილდერს გრუპი“, სტეფანწმინდა-სამების ეკლესიის საავტომობილო გზის კმ3-კმ4 მონაკვეთზე აწარმოებს დაზიანებული მიწის ვაკისის აღდგენის სამუშაოებს, რის გამოც საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა 2022 წლის 15 ივნისიდან 31 ივლისამდე.
დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული მონაკვეთის ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაირთვება შემოვლით გზაზე, დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის შესაბამისად.