14 აპრილის მონაცემებით, ჯამურად აიცრა 23 493 ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
„აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 15-22. გისურვებთ ჯანმრთელობას“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 085 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 432 პაციენტი.