რატი იონათამიშვილი სერგი კაპანაძის განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს
რატი იონათამიშვილი სერგი კაპანაძის განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს

სერგი კაპანაძის განცხადება იყო სამარცხვინო და იმას ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჩვენი ქვეყნის საგარეო მიმართულება შემაშფოთებლად არაკომპეტენტურ გუნდს ებარა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კაპანაძის ეს კომენტარი კიდევ უფრო მძიმე მოსასმენი და წასაკითხი იყო.

„ასევე ის მცდელობები, თუ როგორ ცდილობდა, „გაეპრავებინა“ კასეტური ბომბების გამოყენების საკითხი. ვფიქრობ, რომ ეს ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებია და მას შესაბამისი შეფასება მოჰყვება, ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას მსგავსი განცხადებები და მსგავსი პარტიის წარმომადგენლები ვერასოდეს დააზიანებენ“, – განაცხადა იონათამიშვილი.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: „საქართველოს მძინარე ცხინვალი კი არ დაუბომბია, სამხედრო წერტილები დაბომბა ცხინვალში, ანუ, ცხინვალი დაბომბა, ოღონდ, მშვიდონიანი მოსახლეობა არა“. მისივე თქმით, კასეტური ბომბები სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ იქნა გამოყენებული.