რატი იონათამიშვილი - მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, პროვოკაციას არ აყვნენ, რადგან ნებისმიერ პროვოკაციაზე პასუხი 31 ოქტომბერს იქნება
რატი იონათამიშვილი - მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, პროვოკაციას არ აყვნენ, რადგან ნებისმიერ პროვოკაციაზე პასუხი 31 ოქტომბერს იქნება

მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, პროვოკაციას არ აყვნენ, რადგან ნებისმიერ პროვოკაციაზე პასუხი 31 ოქტომბერს იქნება, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა დმანისში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.

დეპუტატის თქმით, „არჩევნების დღე რაც უფრო მოახლოვდება, ოპონენტების მხრიდან მით უფრო მეტი პროვოკაციის მცდელობა იქნება“.

„გუშინაც ვნახეთ ინციდენტი, როცა „ქართული ოცნების“ ოფისში ადამიანები შეიჭრნენ. ამის მიზანი მხოლოდ პროვოკაცია იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, პროვოკაციას არ აყვნენ, რადგან ნებისმიერ პროვოკაციაზე პასუხი 31 ოქტომბერს იქნება. თუ ვინმე სადმე ვერ მოითმენს, სამართალდამცავების მხრიდან იქნება მყისიერი რეაგირება. მნიშვნელოვანია ის განსხვავება, რაც „ქართულ ოცნებას“ ოპონენტებისგან აქვს. თუ ვინმე ჩვენი მხრიდან პროვოკაციას აჰყვება, რეაგირება სწრაფად და პროპორციულად ხდება. ოპოზიცია კი პასუხისმგებლობას გაურბის“, – განაცხადა იონათამიშვილმა.