13 წლის განმავლობაში პირველად, სამხრეთ კაროლინის შტატში პატიმარი სიკვდილით დასაჯეს
ბოლო 13 წლის განმავლობაში პირველად, სამხრეთ კაროლინის შტატში პატიმრის სიკვდილით დასასჯელად ინექცია გამოიყენეს.
46 წლის ფრედი ოუენსი სიკვდილით 1999 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის დასაჯეს. მან მაღაზიის ძარცვისას მოლარე მოკლა. მაშინ ოუენსი 19 წლის იყო.
შტატის უზენაესმა სასამართლომ 19 სექტემბერს უარი თქვა სიკვდილით დასჯის აღსრულების შეჩერებაზე, ხოლო გუბერნატორმა ჰენრი მაკმასტერმა არ შეიწყალა მსჯავრდებული.
ოუენსის ადვოკატები ცდილობდნენ, სასჯელი გადაევადებინათ და სიკვდილით დასჯამდე რამდენიმე საათით ადრე შუამდგომლობით მიმართეს აშშ-ის უზენაეს სასამართლოს, მაგრამ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.