„ფრანს პრესი“ – ირანში შვიდი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

16:34, 18.05.2024

ირანში შვიდი პატიმარი სიკვდილით დასაჯეს, მათ შორის ორი ქალი და ხუთი მამაკაცია.

როგორც სააგენტო „ფრანს პრესი“ იტყობინება, მათგან მხოლოდ ერთი – 27 წლის ფატემა აბდულაჰი ქმრის მკვლელობისთვის იყო გასამართლებული, დანარჩენებს ბრალად ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული საქმეები ედებოდათ.

უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით, მხოლოდ მიმდინარე წელს ირანში სიკვდილით 223 ადამიანი დასაჯეს, აქედან 50 – მაისში.

მათგან ბევრია ქალი, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია სხვა ქვეყნებთან შედარებით, სადაც სასჯელის უმაღლეს ზომად სიკვდილით დასჯა განიხილება.

აქტივისტების განცხადებით, მსჯავრდადებული ქალების უმეტესობა ოჯახური ძალადობის მსხვერპლია.

მსგავსი