13 თებერვალს რადიოს მსოფლიო დღე აღინიშნება. 2022 წლის თემა – „რადიოსანდობაა“, იმის ნიშნად, რომ რადიო ინფორმაციის ერთ-ერთ ყველაზე სანდო წყაროდ ითვლება.
„ხალხი ენდობა რადიოს, ის ყველასთვის ხელმისაწვდომია და ყველგან არის გავრცელებული“, – ნათქვამია იუნესკო-ს განცხადებაში, რომელიც წლევანდელ რადიოს მსოფლიო დღეს ეხება.
რადიოს მსოფლიო დღე რადიოს ცნობადობის ამაღლებას, მისი საშუალებით ინფორმაციის მიღებასა და სხვადასხვა საერთაშორისო რადიოებს შორის კავშირის დამყარებას ემსახურება.
13 თებერვალი იუნესკო-მ რადიოს მსოფლიო დღედ 2011 წელს გამოაცხადა. 1946 წლის სწორედ ამ დღეს შეიქმნა გაერო-ს რადიო.
საქართველოში რადიომაუწყებლობა 1925 წელს დაიწყო და წელს 97 წელი შესრულდება, რაც ერთგულად ემსახურება მსმენელს. რადიოს მთავარი დანიშნულება საზოგადოების ინფორმირება და გაერთიანებაა.
მსოფლიოში პირველად, რეგულარული რადიომაუწყებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებში, პიტსბურგში 1921 წლის ნოემბერში დაიწყო. საქართველოში კი, კავშირგაბმულობის შენობიდან პირველი საცდელი გადაცემა ეთერში 1925 წლის 23 მაისს გავიდა.