დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

„თელასის“ ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების გამო, დღეს დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოთუასა და შარტავას ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ თელეთის, ფონიჭალის დასახლების, სურგულაძის, ლომინაძის, ჟორდანიას, თელეთისა და ღოღობერიძის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 12:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ატენისა და ქავთარაძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 12:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გობრონიძის, შენგელაიას, ხევძმარის, ბრონშტეინისა და ონის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.