12 წლის გოგონამ ლეღვის ფოთლის ნახარშით დამწვრობა მიიღო
12 წლის გოგონამ ლეღვის ფოთლის ნახარშით დამწვრობა მიიღო

12 წლის გოგონამ ლეღვის ფოთლის ნახარშით დამწვრობა მიიღო, – ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა.

როგორც ქაშიბაძემ პირველ არხს განუცხადა, გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

მისი თქმით, გოგონა გუშინ, დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი რეგიონიდან, გულმკერდის, მუცლისა და ზედა კიდურების 40%-იანი დამწვრობით შეიყვანეს.

როგორც ქაშიბაძე აცხადებს, მის პრაქტიკაში ეს ყველაზე მცირე ასაკის პაციენტია, რომელმაც დამწვრობა ლეღვის ფოთლის ნახარშის გამოყენების გამო მიიღო.

მისივე ინფორმაციით, წელს მსგავსი მიზეზით დამწვრობის ცენტრში ხუთი პაციენტი შეიყვანეს, რაც გასული წლის ზაფხულის პერიოდის ანალოგიური მაჩვენებელია.