პარლამენტში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ანგარიშით წარსდგება.
დეპუტატები დავით სერგეენკოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში 12 თებერვალს მოუსმენენ.
ჯანდაცვის მინისტრი ყურადღებას 2017 წელს წარმართულ საქმიანობაზე გაამახვილებს და მიმდინარე წელს დაგეგმილ ღონისძიებებზეც ისაუბრებს.