12 ტაილანდელი ბიჭი და მათი მწვრთნელი საავადმყოფოს დღეს დატოვებენ. სახლში დაბრუნებამდე ისინი პირველ პრესკონფერენციას ჩაატარებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ ბავშვებსა და მწვრთნელს ყველა სასურველი შეკითხვა დაუსვან, შემდეგ კი, ისინი ამ თემაზე აღარ ისაუბრებენ.
11-დან 16-წლამდე ასაკის 12 მოზარდი და მათი 25 წლის მწვრთნელი 23 ივნისს დაიკარგნენ. ისინი ტაილანდის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ტჰამ ლუანგის გამოქვაბულში შევიდნენ, მოულოდნელად ძლიერი წვიმა წამოვიდა, გამოქვაბული წყლით აივსო და ჯგუფი მღვიმიდან გარეთ ვეღარ გამოვიდა. დაკარგულები ცხრა დღის შემდეგ გამოქვაბულის სიღრმეში, შესასვლელიდან ოთხი კილომეტრის მანძილზე აღმოაჩინეს. 10 ივლისს კი სამფაზიანი რთული სამაშველო ოპერაციის წყალობით, ყველა მათგანი გადაარჩინეს.