ათი საუკეთესო ეპიზოდი ათი საუკეთესო სერიალიდან
ათი საუკეთესო ეპიზოდი ათი საუკეთესო სერიალიდან

ცნობილი გამოცემა Vanity Fair-ი აქვეყნებს საუკეთესო ეპიზოდების ჩამონათვალს ყველა დროის საუკეთესო სერიალებიდან. ამ სიაში მოხვდა ისეთი სერიალები, როგორებიცაა: „გრეის ანატომია“, „დაკარგულები“, „სამეფო კარის თამაშები“ და „მძიმე დანაშაული“.

„სამყაროს დასასრული“, გრეის ანატომია

19 სეზონის განმავლობაში სერიალის მთავარი პერსონაჟის თავს ბევრი ტრაგედია დატრიალდა. მერედიტ გრეი გადაურჩა ავიაკატასტროფას, ბორნების ჩაძირვას, გარდაეცვალა მეუღლე დერეკ შეფარდი. ამ ტრაგედიების მიუხედავად, Vanity Fair-ი ყველაზე დასამახსოვრებელ ეპიზოდად მეორე სეზონის მე-16 სერიას მიიჩნევს, სადაც კლინიკის ერთ-ერთი სტაჟიორი ხელით შეეხება პაციენტის მუცლის ღრუში ნაპოვნ ბომბს. მერედიტი თავის თავზე აიღებს ამ დიდ პასუხისმგებლობას და სტაჟიორს დიდი სიფრთხილით გამოართმევს ბომბს, რომელიც ნებისმიერ წამს შეიძლებოდა, აფეთქებულიყო. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძაფრსიუჟეტიანი სცენა „გრეის ანატომიაში“, რომლის გასვლის შემდეგაც სერიალის ყველა ფანი ამაზე საუბრობდა.

The Constant, დაკარგულები

The Contestant-ს Vanity Fair-ი სერიალ „დაკარგულების“ ყველაზე გამორჩეულ ეპიზოდად ასახელებს. ამ სერიაში ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, რომელიც დროის ორ პერიოდს შორის არის გაჭედილი და მეხისიერებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, გაიხსენებს ყოფილი შეყვარებულის ნომერს და ურეკავს მას დაშორებიდან რვა წლის შემდეგ. როგორც სერიალის ფანები ამბობენ, ეს ყველაზე ემოციური ეპიზოდი იყო მთელი სერიალის განმავლობაში.

Blackwater, „სამეფო კარის თამაშები“

„სამეფო კარის თამაშების“ ეპიზოდში – სახელწოდებით Blackwater, მთავარი ბრძოლა ხდება გამოგონილ ქალაქ King’s Landing-ში. სტანის ბარათეონი, რომელიც პრეტენზიას აცხადებს რკინის ტახტზე, ხელმძღვანელობს თავის ფლოტს მეფე ჯოფრი ლანისტერის არმიის წინააღმდეგ. ბრძოლა ძირითადად ვითარდება Blackwater-ის ყურის გარშემო. სტანისი ქალაქის კარიბჭის შენგრევას ცდილობს, ხოლო მცველები, ტირიონ ლანისტერის მეთაურობით, ემზადებიან ქალაქის დასაცავად.  ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდი, სადაც ჩანს შუა საუკუნეების ომების სისასტიკე.

Image may contain Light Flare Laser Crowd Human and Person

Ozymandias, „მძიმე დანაშაული“

ამ ეპიზოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა არის ძალადობრივი დაპირისპირება უოლტერ უაითსა და მის ყოფილ ბიზნესპარტნიორებს შორის, რომლის შედეგადაც სასიკვდილოდ დაიჭრება უოლტერის სიძე. ეს დანაკარგი უოლტერისა და მისი ოჯახისთვის უდიდესი დარტყმაა, რომელიც მთლიანად შეცვლის ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობას. სწორედ ამ სერიაში გააცნობიერებს მთავარი პერსონაჟის მეუღლე ქმრის არალეგალური საქმიანობების შედეგებს. Ozymandias-ი „მძიმე დანაშაულის“ ყველაზე დრამატულ ეპიზოდად არის მიჩნეული.

 Pilot, „ეს ჩვენ ვართ“

სერიალის „ეს ჩვენ ვართ“ ეპიზოდი „პილოტი“ გვაცნობს ურთიერთდაკავშირებულ პერსონაჟთა ჯგუფს, რომელთა ცხოვრებაც მოულოდნელად და ემოციურად იკვეთება. სწორედ ამ სერიიდან იწყებს მაყურებელი პერსონაჟების გაცნობასა და შეყვარებას.

San Junipero, „შავი სარკე“

„შავი სარკის” ეპიზოდში San Junipero მაყურებელი ხედავს მომავალს, სადაც მოწინავე ტექნოლოგია ადამიანებს საშუალებას აძლევს, მოხვდნენ სიმულირებულ რეალობაში სიკვდილის შემდეგ. სიუჟეტი ძირითადად ვითარდება ორი ქალის, იორკისა და კელის, ირგვლივ, რომლებიც თავიანთ ცხოვრებას ვირტუალურ სამყაროში ატარებენ. სერიალის ეს ეპიზოდი აჩენს დამაფიქრებელ და ეგზისტენციურ კითხვებს სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის ზღვარზე, რომელსაც შესაძლოა, თანამედროვე ტექნოლოგიები ნელ-ნელა აფერმკრთალებდეს.

Fleabag, მეორე სეზონის პირველი სერია

სერიალის მთავარი პერსონაჟი მიდის თერაპიაზე, სადაც საკუთარი ემოციების გაანალიზებასა და შინაგან კონფლიქტებთან გამკლავებას ცდილობს. ამ ეპიზოდის მთავარი სიუჟეტური ხაზი ფლიბეგისა და მისი ოჯახის ირგვლივ ვითარდება და ასახავს დაძაბულ ურთიერთობას ოჯახის წევრებთან. Vanity Fair-ი ყურადღებას ამახვილებს ფლიბეგისა და ახალი პერსონაჟის, მღვდლის, ურთიერთობასა და დიალოგებზე, რომელიც, ერთი მხრივ, იუმორისტული, ხოლო, მეორე მხრივ, დამაინტრიგებელია. ამ სერიაში წინა პლანზეა წამოწეული სერიალის მეორე სეზონის მთავარი თემები – სიყვარული, რწმენა და საკუთარი თავის აღმოჩენა.

 

Tern Haven, „მემკვიდრეობა“

სერიალ „მემკვიდრეობის“ ამ ეპიზოდში გლობალური მედიაკონგლომერატის მფლობელი ოჯახი სტუმრობს მდიდარი პირსების ოჯახის აგარაკს, სადაც უნდა ისაუბრონ ბიზნესების შესაძლო გაერთიანებაზე. დაგეგმილი მოლაპარაკებები გადაიზრდება მძიმე დაპირისპირებაში. ეპიზოდი Tern Haven ხაზს უსვამს იმ მორალურ დილემებს, რომელთა წინაშეც ძალაუფლების მოპოვების სურვილით შეპყრობილი ადამიანები აღმოჩნდებიან ხოლმე.

 

The Injury, ოფისი 

The Injury „ოფისის“ საუკეთესო ეპიზოდად არის აღიარებული. სერიალის ერთ-ერთი პერსონაჟი მაიკლი ფეხის მსუბუქი ტრავმის გამო სამსახურში მისვლას ვერ ახერხებს და იძულებულია, დაურეკოს ოფისის თანამშრომლებს და სთხოვოს დახმარება. მაიკლის ტრავმა ხდება დღის მთავარი ამბავი და როგორც Vanity Fair-ი წერს, სერიალის ეს ეპიზოდი კარგად აჩვენებს, როგორ რეაგირებენ თანამშრომლები ამ პრობლემაზე, როგორ ავლენენ თავიანთი ხასიათების სხვადასხვა რთულ და უცნაურ თვისებებს.

არასაიმედო, Lowkey Happy

სერიალის ეს ეპიზოდი ფოკუსირებულია მთავარი გმირი ქალისა და მისი პარტნიორი მამაკაცის რთულ და დაძაბულ ურთიერთობაზე. სერიაში ნაჩვენებია მათი გულწრფელი საუბრები და შერეული გრძნობები. როგორც Vanity Fair-ი წერს, Lowky Happy ასახავს თანამედროვე ურთიერთობების სირთულეებს, პიროვნული ზრდის მნიშვნელობასა და საკუთრი თავის აღმოჩენის სურვილს.