სერიალები, რომლებსაც 2018 წელს არ უნდა ველოდოთ
სერიალები, რომლებსაც 2018 წელს არ უნდა ველოდოთ

ემისა“ და „ოქროს გლობუსის“ მფლობელი სერიალი Big Little Lies ეკრანებზე 2019 წელს დაბრუნდება. HBO-ს განცხადებით, სერიალის პროდიუსერები ნიკოლ კიდმანი და რიზ უიზერსპუნი იქნებიან, მათი გმირები კი მეორე სეზონშიც ისტორიის ეპიცენტრში მოექცევიან. მეორე ნაწილის რეჟისორი ანდრეა არნოლდი იქნება, რომელსაც ისეთ პროექტებზე უმუშავია როგორებიცაა – Transparent, I Love Dick და სხვები.

Big Little Lies მეორე სეზონში შვიდი სერია იქნება. აღსანიშნავია, რომ შოუს ორ მსახიობს – ნიკოლ კიდმანსა და რიზ უიზერსპუნს ახალი სეზონის თითოეულ ეპიზოდში მილიონ დოლარს გადაუხდიან.


HBO-ს სერიალის „სამეფო კარის თამაშების“ ფინალური, მერვე სეზონის პრემიერა 2019 წლამდე არ შედგება.

HBO-ს ინფორმაციით, „სამეფო კარის თამაშების“ დასკვნითი სეზონი ძალიან მასშტაბური იქნება. როგორც არხის წარმომადგენლები ამბობენ, ბოლო სეზონი ექვსი ეპიზოდისგან შედგება.„სამეფო კარის თამაშები“ HBO-ს ყველაზე მასშტაბური სერიალია, რომელსაც მსოფლიოში მილიონობით მაყურებელი ჰყავს.

სერიალი „ფარგო“ FX-ის ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სერიალია.სერიალის პრემიერა არხზე 2014 წელს გაიმართა და მაყურებლებისა და კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა.

„იდეები გვაქვს, თუმცა უნდა გითხრათ, რომ ახალი სეზონი, დიდი ალბათობით, 2019 წლამდე არ გამოვა”, – განაცხადა ჯონ ლანდგრაფმა ჟურნალისტებს.