10 მარტს სოლიკო ვირსალაძის შემოქმედების ამსახველი გამოფენა გაიხსნება
10 მარტს სოლიკო ვირსალაძის შემოქმედების ამსახველი გამოფენა გაიხსნება

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება, ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი აგრძელებს გამოფენების ციკლს „მხატვრობა ბალეტში“. 10 მარტს მხატვრისა და სცენოგრაფის სოლიკო ვირსალაძის შემოქმედების ამსახველი გამოფენა გაიხსნება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის ჩანახატები და მუზეუმში დაცული საბალეტო კოსტიუმების ასლები.

ვახტანგ ჭაბუკიანი სოლიკო ვირსალაძეს მარია პერინის საბალეტო სტუდიიდან იცნობდა და მათ წლების მანძილზე მეგობრობა და თანამშრომლობა აკავშირებდათ. მხატვარმა1937 წელს პეტერბურგში გააფორმა  ჭაბუკიანის მიერ დადგმული ბალეტები ა. ბალანჩივაძის „მთების გული“, ა. კრეინის „ლაურენსია“.

ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი ​გამოფენას დავით აღმაშენებლის გამზირზე 31 მარტის ჩათვლით უმასპინძლებს.