პირველი ივლისიდან მეხანძრე-მაშველებს ხელფასი 20 პროცენტით გაეზრდებათ
პირველი ივლისიდან მეხანძრე-მაშველებს ხელფასი 20 პროცენტით გაეზრდებათ

მეხანძრე-მაშველების ხელფასი 20 პროცენტით გაიზრდება. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მღებრიშვილი წერს. ანაზღაურება მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან იზრდება.

ამასთან, მისი ინფორმაციით, ხელფასების ზრდა ეტაპობრივად გაგრძელდება.

მეხანძრე-მაშველებისთვის ხელფასების მომატების საკითხზე პარლამენტში რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ისაუბრა. „ეს არის ადამიანთა ის ჯგუფი, რომელიც 24 საათის განმავლობაში დგას სადარაჯოზე, რომელიც ახდენს ძალიან მნიშვნელოვანი რისკების პრევენციას ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ბახტაძემ.