მეხანძრე-მაშველებს სპეციალური სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და აღჭურვილობა გადაეცათ
მეხანძრე-მაშველებს სპეციალური სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და აღჭურვილობა გადაეცათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს თანამედროვე სტანდარტის ცეცხლმაქრი ზურგჩანთები და ყველგანმავალი კვადროციკლი გადაეცა.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სახანძრო-სამაშველო ტექნიკისა და აღჭურვილობის გადაცემა გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის, „ტყის მდგრადი და კლიმატგონივრული მართვის პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობის“ ფარგლებში განხორციელდა.

„ხანძრებზე რეაგირებისა და სამაშველო ოპერაციებისთვის განკუთვნილი სპეციალიზებული საშუალებები საგანგებო სიტუაციების მცხეთა-მთიანეთის მთავარ სამმართველოს გადაეცა.

სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დავით სუხიშვილმა სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა ადგილზე დაათვალიერა და მათ მახასიათებლებს პირადად გაეცნო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის მეხანძრე-მაშველების თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვა, მათთვის სპეცფორმით, ასევე ავტოტექნიკით მომარაგება პრიორიტეტია და ამ მიმართულებით პროექტები მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.