მომავალი თვიდან მეხანძრეებს ხელფასი გაეზრდებათ
მომავალი თვიდან მეხანძრეებს ხელფასი გაეზრდებათ

მიმდინარე წლის ივლისიდან მეხანძრეებს ხელფასი გაეზრდებათ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ვზრდით ხელფასს ჩვენი მეხანძრეებისთვის, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ადამიანთა ის ჯგუფი, რომელიც 24 საათის განმავლობაში დგას სადარაჯოზე, რომელიც ახდენს ძალიან მნიშვნელოვანი რისკების პრევენციას ჩვენი ქვეყნისთვის. შესაბამისად, რა რესურსიც ახლა გამოვძებნეთ ვაპირებთ და შემდეგი თვიდან მათ ხელფასები გაეზრდებათ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

უმრავლესობის სხდომის შემდეგ, მამუკა ბახტაძე ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ სხდომაზე გამოდის.