იანვარში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 420 ფაქტი გამოავლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 420 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 125 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 138 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, აჭარის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 34 ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში – 44 ფაქტი, გურიაში -13, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 15, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 17 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთიში- 19 ფაქტი, შიდა ქართლში -35, ქვემო ქართლის მასშტაბით – 49 ფაქტი, ხოლო სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 62 ფაქტი.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 781 მ3-მდე ხე-ტყე.
ეროვნული სატყეო სააგენტო ინფორმაციით, ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 62 ფაქტი დაფიქსირდა. ამოღებულია და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოშია გადატანილი 13 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.