1/4 ფინალი. რუსეთი-ხორვატია - მატჩის ანონსი
1/4 ფინალი. რუსეთი-ხორვატია - მატჩის ანონსი

რუსეთი-ხორვატია
7 ივლისი. სოჭი. სტადიონი “ფიშტი“. დასაწყისი 22:00
მსაჯი: სანდრო რიჩი (ბრაზილია)

რუსეთის ნაკრების რიგებში თითქმის გამორიცხულია მარცხენა მცველის იური ჟირკოვის თამაში.
ალან ძაგოევმა სრულად მოირჩინა ფეხის ტრავმა და შეუძლია მინდორზე გასვლა.
ხორვატიის ნაკრების რიგებში ტრავმები აწუხებდათ ივან სტრინიჩსა და მატეო კოვაჩიჩს, მაგრამ მოასწრეს მეოთხედფინალისთვის აღდგენა.

რუსეთის გზა 1/4 ფინალამდე
რუსეთი-საუდის არაბეთი 5:0
გოლები: 1:0 გაზინსკი (12), 2:0 ჩერიშევი (43), 3:0 ძიუბა (71), 4:0 ჩერიშევი (90+1), 5:0 გოლოვინი (90+4)

რუსეთი-ეგვიპტე 3:1
გოლები: 1:0 ფათჰი (47-საკ. კარში), 2:0 ჩერიშევი (59), 3:0 ძიუბა (62), 3:1 სალაჰი (73-პენ)

რუსეთი-ურუგვაი 0:3
გოლები: 0:1 სუარესი (10), 0:2 ჩერიშევი (23-საკ. კარში), 0:3 კავანი (90)

რუსეთი-ესპანეთი 1:1 პენ. 4:3
გოლები: 0:1 იგნაშევიჩი (11-საკ. კარში), 1:1 ძიუბა (41-პენ)

ხორვატიის გზა 1/4 ფინალამდე
ხორვატია-არგენტინა 3:0
გოლები: 1:0 რებიჩი (53), 2:0 მოდრიჩი (80), 3:0 რაკიტიჩი (90+1)

ხორვატია-ნიგერია 2:0
გოლები: 1:0 ეტებო (32-საკ. კარში), 2:0 მოდრიჩი (71-პენ)

ხორვატია-ისლანდია 2:1
გოლები: 1:0 ბადელი (53), 1:1 გ. სიგურდსონი (76-პენ), 2:1 პერიშიჩი (90)

ხორვატია-დანია 1:1 პენ. 3:2
გოლები: 0:1 მ. იორგენსენი (1), 1:1 მანჯუიკიჩი (4)

სტატისტიკა
გატანილი გოლები: 9 – 8
გაშვებული გოლები: 5 – 2
დარტყმები: 33 – 61
ზუსტი დარტყმები: 12 (36%) – 16 (26%)
კუთხური: 20 – 18
თამაშგარე: 6 – 7
პასები: 1321 – 1983
პასების სიზუსტე: 78% – 83%
ჯარიმა: 70 – 60
ყვითელი ბარათი: 5 – 8
წითელი ბარათი: 1 – 0

ურთიერთშეხვედრები
– ოფიციალურად გუნდები ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს – ევრო 2008-ის შესარჩევში და ორივე მატჩი 0:0 დასრულდა.
– ერთადერთი ამხანაგური მატჩი 2015 წელს, როსტოვში გაიმართა და ხორვატიამ 3:1 მოიგო კალინიჩის, ბროზოვიჩისა და მანჯუკიჩის გოლებით. რუსების მხრიდან სმოლოვმა გაიტანა.

საინტერესო ფაქტები
– თუ პენალტების სერიას არ ჩავთვლით, რუსეთს პლეი ოფში ბოლო 5 მატჩი არ მოუგია.
– პირველ ორ მატჩში 10 ზუსტი დარტყმის შესრულების შემდეგ, მომდევნო ორ შეხვედრაში ურუგვაისთან და ესპანეთთან, რუსეთს მხოლოდ ორი ზუსტი დარტყმა ჰქონდა.
– ხორვატიას თავის ისტორიაში ერთადერთი მეოთხედფინალი მოგებული აქვს – 1998 წელს, გერმანიასთან 3:0.
– ხორვატია მსოფლიოს ჩემპიონატზე 8 მატჩია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს.
– ხორვატიამ მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისი ბოლო 12 გოლიდან 10 მეორე ტაიმში გაიტანა.
– ხორვატიას წინა ორი მატჩი ჩემპიონატის მასპინძელ გუნდებთან წაგებული აქვს: 1:2 საფრანგეთთან 1998 წელს, 1:3 ბრაზილიასთან 2014 წელს.

რა თქვეს მწვრთნელებმა
ზლატკო დალიჩი (ხორვატია):
“წინ გვაქვს უდიდესი მნიშვნელობის მატჩი. საკუთარი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. არ შემიძლია არაფრის თქმა რუსების გეგმისა და ტაქტიკის შესახებ. ვიცი მხოლოდ ჩვენი გეგმა და ტაქტიკა. ვეცდებით ვითამაშოთ ორგანიზებულად, მჭიდროდ დავიცვათ თავი, ვეძებოთ ჩვენი ძლიერი მხარეები. მეტოქე ითამაშებს ისე, როგორც ამის უფლებას მივცემთ”.

სტანისლავ ჩერჩესოვი (რუსეთი):
“ესპანეთთან თამაში – კარგი ისტორიაა ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ წინ ვიხედებით. ხორვატია განსხვავებულია ესპანეთისგან და ამას გავითვალისწინებთ. ეიფორიაში ჩავარდნა არ შეიძლება, რადგან ტურნირი გრძელდება. ნახეთ, რომ უფრო მაღალი დონის გუნდები უკვე შინ გაემგზავრნენ. ასე რომ, ძალიან სერიოზულად ვემზადებით”.

სავარაუდო შემადგენლობები
რუსეთი: აკინფეევი – ფერნანდეში, კუტეპოვი, იგნაშევიჩი, გრანატი, კუდრიაშოვიზობნინი, კუზიაევიგოლოვინი, ჩერიშევი – ძიუბა.
ხორვატია: სუბაშიჩისტრინიჩი, ვიდა, ლოვრენი, ვრსალკო – რაკიტიჩი, ბროზოვიჩი, მოდრიჩიპერიშიჩი, რებიჩი, მანჯუკიჩი.

ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!