იოშკო გვარდიოლი ოცნების გუნდზე - ერთმნიშვნელოვნად „ლივერპული“ #1TVSPORT
იოშკო გვარდიოლი ოცნების გუნდზე - ერთმნიშვნელოვნად „ლივერპული“ #1TVSPORT

„ლაიფციგისა“ და ხორვატიის ნაკრების მცველმა, იოშკო გვარდიოლმა საკუთარ მომავალზე ილაპარაკა, აგრეთვე ბავშვობის ოცნების გუნდი დაასახელა.

– რომელ ლიგაში ისურვებდით თამაშს?

– ბავშვობიდან მიზიდავდა ინგლისის ჩემპიონატი. ყველამ ვიცით, რა დონის ლიგაა. არ ვიცი, მზად ვარ თუ არა ამ ჩემპიონატისთვის. ვნახოთ. როცა ვიგრძნობ, რომ მომენტი დადგა, გარკვეული დონე დავძლიე და ზღვარს მივაღწიე გერმანიაში, გადავდგამ მომდევნო ნაბიჯს.

– წერდნენ, რომ თქვენ „მანჩესტერ სიტის“ აინტერესებთ. რომელ კლუბს აირჩევდით – „მანჩესტერ სიტის“ თუ „ჩელსის“?

– არ ვიცი. ჩემთვის წინადადებით არავის მოუმართავს. რამდენადაც ვიცი, ასეთი ვარიანტი არ არსებობს. მაგრამ მე არ ვჩქარობ. დრო არის. მათ შეადგინონ გეგმა და შემდეგ ვნახოთ.

– 10 წლის იოშკოს რომ შევეკითხოთ, რომელ კლუბში ურჩევნია თამაში?

– ეს ერთმნიშვნელოვნად იქნებოდა „ლივერპული“. ბავშვობიდან ამ გუნდის ბევრი თამაში მაქვს ნანახი. ყურადღებით ვაკვირდებოდი თითოეულ სეზონს. „ლივერპული“ ჩემს გულში დარჩა.