უეფა-ს გადაწყვეტილება უცვლელია – რუსეთის 17-წლამდე ნაკრებებს საერთაშორისო ტურნირებზე კვლავ არ დაუშვებენ #1TVSPORT

18:19, 08.02.2024

პარიზში მიმდინარე უეფა-ს კონგრესზე რუსეთის ფედერაციის ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორისო ტურნირებზე დაშვების შესახებ იმსჯელეს.

განიხილებოდა წინადადება, რომ 17-წლამდე ნაკრებებისთვის ტურნირებში მონაწილეობის უფლება მიეცათ, მაგრამ აკრძალული იქნებოდა რუსეთის ფედერაციის დროშა და ჰიმნი. დისკუსიის შემდეგ ძალაში დარჩა პირვანდელი გადწყვეტილება და რუსეთის ფედერაციის ასაკობრივი ნაკრებები უეფა-ს ეგიდით ჩატარებულ ტურნირებზე კვლავ არ დაიშვებიან.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის გამო, 2022 წლის თებერვლიდან ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდს, ასაკობრივ ნაკრებებსა თუ კლუბებს ფიფა-სა და უეფა-ს ტურნირებში მონაწილეობის უფლება ჩამოერთვათ.

მსგავსი